Accessibility links

site logo site logo

„გაუარესებული“ ვითარების ფონზე კანადა დააჩქარებს ავღანელთა ოჯახებისა და თარჯიმნების ჩაყვანას


ავღანეთის სპეცრაზმი თალიბების წინააღმდეგ ბრძოლისას, ყანდაარის პროვინცია, 12 ივლისი, 2021 წელი

კანადამ გამოაცხადა, რომ დააჩქარებს ავღანელი თარჯიმნების, საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ჩაყვანას ავღანეთში შექმნილი უსაფრთხოების „გაუარესებული“ ვითარების გამო. კანადა თვლის, რომ ისინი თალიბანის სამიზნე გახდნენ, - ამის შესახებ 23 ივლისს განაცხადა კანადის იმიგრაციის მინისტრმა მარკო მენდიჩინომ და დასძინა, რომ ეს ეხება რამდენიმე ათას პირს.

არ არის ცხადი, ვის შეეძლება კანადაში ჩასვლა და როდის დაიწყება ეს პროცესი.

თალიბანი უსწორდება და ხოცავს იმ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც უცხოეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ.

მაისში თალიბებმა თავი მოკვეთეს ავღანელ თარჯიმანს, რომელიც აშშ-ის არმიის თარჯიმანი იყო, იტყობინება CNN-ი.

ივნისში თალიბებმა გამოაცხადეს, რომ ავღანელებს, რომლებიც საერთაშორისო ჯარებთან მუშაობდნენ, არ შეეხებიან, თუ „ისინი წარსულში ჩადენილ ქმედებებს მოინანიებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG