Accessibility links

site logo site logo

ე.წ. ბუსტერზე „დარეგისტრირებული“ მოქალაქეები ჯავშნის დასტურს ვერ მიიღებენ


მიუხედავად იმისა, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეები შესაძლოა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალმა მესამე დოზა ვაქცინაზე, „ფაიზერზე“ „დაარეგისტრიროს“, ისინი ჯავშნის საბოლოო დასტურს ვერ მიიღებენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე:

„ვინც "ფაიზერის" გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება, ან არ ვიცი რა, "ფაიზერზე" გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მესამე დოზით "ფაიზერით" შეძლებთ აცრას. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი "ექსპერიმენტით" და საბოლოო ვალიდაციის შედეგად, თქვენი განაცხადი უარყოფილი იქნება“.

ორჯერადად აცრილი მოქალაქეების ნაწილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი ე.წ. ბუსტერ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

24 ივლისს, 12 საათზე გაიხსნა „ფაიზერზე“ სარეგისტრაციო ველი. 15 საათის მონაცემებით, პორტალზე დარჩენილია 32 000 დოზა ვაქცინა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება 16 წლის ასაკიდან.

24 ივლისს, გამთენიისას, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG