Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა, აშშ და ევროპა თალიბანს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ


ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ბაღრამის სამხედრო ბაზა მას მერე, რაც აშშ-ის და საერთაშორისო ძალებმა დატოვეს იქაურობა. 2021 წლის 5 ივნისი
ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ბაღრამის სამხედრო ბაზა მას მერე, რაც აშშ-ის და საერთაშორისო ძალებმა დატოვეს იქაურობა. 2021 წლის 5 ივნისი

ავღანეთის ხელისუფლებამ ომით განადგურებული ქვეყნის უმეტეს ნაწილში, ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი შემოიღო თალიბანის გამალებული საომარი შეტევის შეჩერების მიზნით.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც თალიბანის მეომრებმა ათობით რაიონი და საკვანძო სასაზღვრო პუნქტები წაართვეს სამთავრობო ძალებს, 1 მაისს საერთაშორისო ჯარების გაყვანის შემდეგ.

24 ივლისის განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააწესა კომენდანტის საათი, რომელიც 24 ივლისს შევიდა ძალაში, ავღანეთის 34 პროვინციიდან 31-ში, "ძალადობის შეჩერებისა და თალიბანის შემოჭრის შეზღუდვის" მიზნით მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

სამი პროვინცია, რომლებშიც კომენდანტის საათი არ დაწესდა, არის: დედაქალაქი ქაბული, ჩრდილოეთი პროვინცია ფანჯშირი, და აღმოსავლეთი პროვინცია ნანგარჰარი. აჰმად ზიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის წარმომადგენელმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენდანტის საათი იმოქმედებს საღამოს 10 საათიდან დილის 4 საათამდე ადგილობრივი დროით.

საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 23 ივლისს აშშ-მა, ევროპის კავშირმა და ნატომ თალიბანს ავღანეთში საომარი თავდასხმების შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG