Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კუბას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა რეპრესიების გამო დამატებითი დამსჯელი ზომების მიღებით აშშ-ის მუქარის შემდეგ


პოლიცია აპატიმრებს ანტისამთავრობო გამოსვლის მონაწილეს ჰავანაში. 11 ივლისი, 2021 წელი
პოლიცია აპატიმრებს ანტისამთავრობო გამოსვლის მონაწილეს ჰავანაში. 11 ივლისი, 2021 წელი

რუსეთმა მოკავშირე სახელმწიფოს, კუბას გაუგზავნა 90 ტონა ჰუმანიტარული დახმარება მას მერე, რაც კუნძულის მთავრობამ ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები ამ თვის დასაწყისში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივლისს გამოაცხადა, რომ ორი, An-124-ის ტიპის, სატვირთო თვითმფრინავი გაეშურა კუბისკენ დატვირთული სურსათით, პირადი დაცვის საშუალებებით და მილიონზე მეტი სამედიცინო ნიღბით. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება კუბისთვის დახმარების შესახებ. კუბა რუსეთის მოკავშირეა და ახლო ეკონომიკური პარტნიორია.

11 ივლისს ათასობით კუბელი გავიდა ქუჩებში ბევრ ქალაქში და მოწოდებას გამოთქვამდნენ კომუნისტური რეჟიმის დაცემის და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენ. ხელისუფლებამ პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის მეთაურობით ძალით ჩაახშო გამოსვლები. ერთი პირია დაღუპული, ათეულობით დაშავებული, ასეულობით კუბელი დააკავეს.

გამოსვლები მოეწყო კუბაში ღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ქვეყანაში სისტემატურად არის ელექტროენერგიის, სურსათის და წამლების ნაკლებობა, რაც გაღრმავდა პანდემიის დროს.

რეპრესიების საპასუხოდ აშშ-მა ამ კვირაში სანქციები დაუწესა კუბის თავდაცვის სამინისტროს და სპეცდანიშნულების რაზმს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ეს ზომები მხოლოდ დასაწყისია.

კუბა აშშ-ი ეკონომიკური ემბაგოს ქვეშ არის 1960-იანი წლებიდან, როცა კუბის დიქტატორი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, ფიდელ კასტროს მეთაურობით მოწყობილი რევოლუციის გზით დაემხო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG