Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა


ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე

ტოკიოს ოლიმპიადაზე, ტყვიის სროლაში პნევმატური პისტოლეტით ათმეტრიან დისტანციაზე, ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. კონკურენციაში საქართველოს დელეგაციის ყველაზე ტიტულიანი წევრი ნინო სალუქვაძე ჩაება, მაგრამ ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო ქულები ვერ მოაგროვა.

ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მფლობელმა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 ქულა მოაგროვა და 53 მონაწილეს შორის 31-ე ადგილი დაიკავა. ფინალში გასასვლელად კი საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

30 ივლისს ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტით 25-მეტრიდან სროლაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციის მედროშისთვის ტოკიო-2020 მეცხრე ოლიმპიადაა, რაც ქალთა შორის საუკეთესო შედეგია მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG