Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა


ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტი კაცების 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი სპორტსმენი შემორჩა.მათ შორისაა ვაჟა მარგველაშვილი.

საქართველოს ნაკრების წევრმა ნახევარფინალის გზაზე ორი მეტოქე დაამარცხა - რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი და ებრაელი ბარუხ შმაილოვი.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ბაულ ანს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი იაპონელი ჰიფუმი აბე და ბრაზილიელი დანიელ კარნინი იბრძოლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG