Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკის "დეოლიგარქიზაციის" მიზანი მნიშვნელოვანია, წარმატების მიღწევისკენ გზა კი - "რთული"


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოლიგარქ იჰორ კოლომოისკისთან კიევში, პრეზიდენტის ოფისში. 2019 წლის 10 სექტემბერი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ოლიგარქ იჰორ კოლომოისკისთან კიევში, პრეზიდენტის ოფისში. 2019 წლის 10 სექტემბერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიზანს მაგნატების ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ, თუმცა გააფრთხილა, რომ ამის მიღწევის გზა "რთულია".

ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურმა" 1 ივლისს პირველივე წაკითხვით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც "ოლიგარქების შესახებ კანონით" არის ცნობილი და რომლის მიზანია, შემოიღოს ოლიგარქის იურიდიული განსაზღვრა და დააწესოს შეზღუდვები, რომლებიც მოიცავს ასევე მათ მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას.

შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია, მოუწოდებს უკრაინას, გაუმკლავდეს რამდენიმე მაგნატს, რომლებიც უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენას ფლობენ კულისებს მიღმა, ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საზიანოდ.

თუმცა, ეს კანონმდებლობა კერძო შემთხვევების სუბიექტურად მიზანში ამოღებას უხსნის კარს, - გამოთქვამენ თავიანთ გაფრთხილებას კრიტიკოსები. "მე მომხრე ვარ დეოლიგარქიზაციის მიზნის. როგორ განხორციელდება ის, ეს სხვა საკითხია. სხვადასხვა დეტალი არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ჯორჯ კენტმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც უკრაინას კურირებს, რადიო თავისუფლებას თავის ინტერვიუში, კიევში, რომელიც 20 ივლისს შედგა.

კენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონსულტაციას უწევს უკრაინას ამ კანონმდებლობის გარშემო, თუმცა დაამატა, რომ კანონპროექტის დეტალები, საბოლოო ჯამში, კიევზეა დამოკიდებული. "წარმატების მიღწევა, ამ წერტილამდე [დეოლიგარქიზაციამდე] მისვლა რთულია", - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG