Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მერვედფინალში გავიდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიო-2020-ზე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენასთან 24 ივლისს მოპოვებული იოლი გამარჯვების (6:3 6:2) შემდეგ, დღეს იტალიელ ლორენცო სონეგოს თითქმის სამსაათიან მატჩში, სამ სეტში აჯობა - 6:4 3:6 6:4.

მერვედფინალში ბასილაშვილი ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტს, გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევს, შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG