Accessibility links

site logo site logo

ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის მხარემ ცეცხლი დაუშინა ქელბაჯარის რაიონს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 26 ივლისს სომხეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა ქელბაჯარში განლაგებულ აზერბაიჯანის თავდაცვით პოზიციებს.


აზერბაიჯანის სამხედრო უწყების თანახმად, ავტომატიდან და სნაიპერული შაშხანებიდან სროლების შედეგად დაღუპულები არ არიან.

სომხეთის მხარეს დღეს არ გაუვრცელებია ცნობა საზღვრისპირა ინციდენტის თაობაზე.

უფრო ადრე, 23 ივლისს, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა სომხეთ-აზერბაიჯანის გეღარქუნიქის რაიონში აზერბაიჯანული პოზიციებიდან განხორციელებული სროლის შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG