Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა წესები შემოიღო აცრის წასახალისებლად, გერმანია და აშშ შეზღუდვებზე მსჯელობენ


საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, და აფართოებს იმ ადგილების სიას, სადაც დაშვებისთვის ე.წ. ჯანმრთელობის საშვია საჭირო.

კანონი მიიღეს ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ამ ახალი წესების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა საპროტესტო გამოსვლები. მაგრამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიზნად ისახავს ვაქცინაციის გადაქცევას მთავარ იარაღად პანდემიის წინააღმდეგ, და მისი მთავრობა აცხადებს, რომ ცვლილება აუცილებელია სუსტ პოზიციებზე მყოფი მოსახლეობის დასაცავად და საავადმყოფოთა გადატვირთვის პრევენციისთვის. როგორც ევროპის ბევრი სხვა ქვეყანა, საფრანგეთიც ვირუსის "დელტა" ვარიანტს ებრძვის, რომელიც თავდაპირველ ვერსიაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები ივლისის დასაწყისში 4000-მდე იყო, ახლა კი ეს მონაცემი 22,000-ს უტოლდება.

გერმანია განიხილავს შეზღუდვების დაწესებას აუცრელი მოქალაქეებისთვის, თუკი მომავალ თვეებში ინფიცირების მონაცემი კიდევ მოიმატებს. ოფიციალური პირების განცხადებით, აუცრელ პირებს შესაძლოა აეკრძალოთ შესვლა რესტორნებში, კინოთეატრებში ან სტადიონებზე.

აცრილი მოქალაქეების რაოდენობის გაზრდას ცდილობს შეერთებული შტეტებიც. შექმნილმა სიტუაციამ ქვეყანაში "არასაჭირო სირთულეები" მოიტანა, ინფიცირების შემთხვევების ზრდის თვალსაზრისით, რასაც აუცრელი მოქალაქეების რაოდენობა იწვევს, - ამბობს აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი სპეციალისტი, ენტონი ფაუჩი. "ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ", - უთხრა მან CNN-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG