Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი


საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი. დღეს დილით ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში - თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატებთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, რიკ დემსი თბილისში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 28 ივლისს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG