Accessibility links

site logo site logo

აშშ ერაყში სამხედრო მისიას ამ წლის ბოლოს დაასრულებს


აშშ-ის პრეზიდენტის და ერაყის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ვაშინგტონში. 2021 წლის 26 ივლისი

ამერიკელი სამხედროები ერაყს 2021 წლის ბოლომდე დატოვებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმისთან 26 ივლისს გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ ერაყში სამხედრო მისიას ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს, თუმცა, ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება.

ბაიდენის თქმით, აშშ განაგრძობს ერაყელი სამხედროების წვრთნას და ერაყს ისევ დაეხმარება ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

ამჟამად ერაყში იმყოფება 2500-მდე ამერიკელი სამხედრო. წლის ბოლოს, საბრძოლო მისიის დასრულების შემდეგ, ერაყში დარჩებიან ამერიკელი მრჩევლები და ინსტრუქტორები, რომლებიც ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს დაეხმარებიან. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად აშშ-ს სამხედროები გაჰყავს ავღანეთიდან. პროცესი 11 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ბოლო ხანს, ავღანეთში გახშირდა სამთავრობო ძალებზე რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ თავდასხმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG