Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 აგვისტოდან გლდანსა და ვარკეთილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი ამოქმედდება


თბილისის ცენტრლური უბნების შემდეგ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1 აგვისტოდან გარეუბნებში - გლდანსა და ვარკეთილშიც ამოქმედდება. იგივე წესი ამოქმედდება სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარკირება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება, უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის.

  • გლდანში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი;
  • სამგორის რაიონში, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია.
  • სადგურის მოედანზე პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

ზონალურ-საათობრივი პარკინგის სივრცეები იზრდება თბილისის ცენტრალურ უბნებში. საბურთალოზე დამატებით ცხრა ქუჩაზე იმოქმედებს ახალი წესი. ახალი წესი იმოქმედებს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ახალი წესი ამოქმედდება:

  • საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე - მოწყობილია 733 საპარკინგე ადგილი;

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;
2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;
3. ბახტრიონის ქუჩა N13;
4. ბახტრიონის ქუჩა N30;
5. სულხან ცინცაძის ქუჩა N61;
6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;
7. აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;
8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);
9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;
10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;

ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG