Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაკარგულია, არაერთი მძიმედ დაშავდა


გერმანიის ქალაქ ლევერკუზენის „ქიმიური პარკის“ ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაკარგულია. პარკის მფლობელმა ფირმა „კურენტამ“ დიდი მწუხარება გამოთქვა თანამშრომლის დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ 16 თანამშრომელი მძიმედ დაშავდა.

პოლიციის თანახმად, აფეთქება მოხდა ნარჩენების ცენტრში.

პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვა ქიმიური საწარმოები, როგორებიცაა „ბაიერი“ და „ლანქსესი“.

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს კვამლის უზარმაზარი სვეტი. მიმდებარე არეალის მოსახლეობა გააფრთხილეს, არ დატოვონ საცხოვრებელი, არ გააღონ ფანჯრები და კარები.

მოსახლეობის დაცვის და კატასტროფების სამაშველო სამმართველო მომხდარს აფასებს როგორც „განსაკუთრებით სახიფათოს“.

ამოქმედდა საგანგებო გამაფრთხილებელი აპლიკაცია, „NINA“. რეგიონის მოსაზღვრე ქალაქ კიოლნის უბნებისთვის საშიშროება არ არსებობს, იტყობინება პოლიცია, რომელიც გამოდის გაფრთხილებით, რომ ვითარება ჯერ დაუდგენელია და ყველას სთხოვს, თავი აარიდონ აფეთქების არეალს.

XS
SM
MD
LG