Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა ავღანეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში, ავღანეთისთვის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო


ნატოს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, პრესკონფერენციაზე ქაბულში, 2018 წლის ნოემბერი
ნატოს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, პრესკონფერენციაზე ქაბულში, 2018 წლის ნოემბერი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ მან კვლავ დაადასტურა სამხედრო ალიანსის მხარდაჭერა ავღანეთისთვის, პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან სატელეფონო საუბრისას მაშინ, როცა თალიბანის მებრძოლები აძლიერებენ კონტროლს ტერიტორიებზე, რომლებიც ომისგან განადგურებული ქვეყნიდან საერთაშორისო ჯარების გაყვანის დროს მოიპოვეს.

„ვითარება ავღანეთში უსფრთხოების მხრივ კვლავ უკიდურესად რთულია და მოგვარებას მოითხოვს მოლაპარაკებების საშუალებით", - 27 ივლისს დაწერა ტვიტერზე სტოლტენბერგმა, რომელმაც ღანისთან საუბარზე თქვა, რომ „კარგი“ იყო.

"ნატო გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას დაფინანსების, სამოქალაქო პირების იქ ყოფნის და ქვეყნის გარეთ სწავლების ჩათვლით - დასძინა სტოლტენბერგმა.

უკანასკნელ კვირებში თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე მოიპოვეს კონტროლი, მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტების ჩათვლით მაშინ, როცა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო ძალები ქვეყანას ტოვებენ - რაც ზრდის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ავღანეთის მთავრობა, შესაძლოა, დაემხოს.

17 ივლისს თალიბანი და ავღანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები კატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამ შეხვედრას სხვა შედეგი არ მოჰყოლია, შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ დაპირებების გარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 23 ივლისს ანალოგიური სატელეფონო საუბარი გამართა ღანისთან, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს თავის მხარდაჭერას ავღანეთისადმი, განვითარებისთვის საჭირო დახმარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG