Accessibility links

site logo site logo

საქართველო ისევ შეუერთდა ყირიმის ანექსიის გამო მოქმედ სანქციებს


საქართველო ევროკავშირის კიდევ რამდენიმე, არაწევრ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ გაგრძელებულ სანქციებს. ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციები კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები მაკედონია და ალბანეთი, ევროპული ეკონომიკური ზონის წევრი ნორვეგია და ასევე, უკრაინა და საქართველო, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ამ ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებას მიესალმება.

სანქციების საფუძველზე აკრძალულია ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის შეტანა, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივი კომპანიებისთვის საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება და ტურისტული მომსახურება.

რუსეთის და მის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2014 წლიდან მოქმედებს და წლიდან წლამდე გრძელდება. საქართველო ევროკავშირის სანქციებს 2015 წლიდან უერთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG