Accessibility links

site logo site logo

თალიბანი აცხადებს, რომ მისმა დელეგაციამ მოლაპარაკება გამართა პეკინში


თალიბანის განცხადებით, ცხრა წევრისგან შემდგარმა დელეგაციამ, რომელსაც სათავეში ედგა ექსტრემისტული ჯგუფის თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი, პეკინში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ოფიციალურ პირებთან.

"შეხვედრებზე განხილულ იქნა პოლიტიკა, ეკონომიკა, ორივე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ავღანეთში ამჟამად არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესი", - წერს თალიბანის პრესმდივანი, მოჰამად ნაიმი 28 ივლისს ტვიტერით.

ორდღიანი ვიზიტის ფონია ჩინეთის მოსაზღვრე ავღანეთში თალიბანის მიერ წარმოებული მასშტაბური შეტევები და იქიდან აშშ-ის ძალების გასვლა, რაც მომავალი თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. ექსტრემისტები ქვეყნის მასშტაბით კონტროლს ამტარებენ რეგიონებსა და სასაზღვრო პუნქტებზე, ყატარში ავღანეთის მთავრობასთან წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კი მნიშვნელოვანი პროგრესი არ აღინიშნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თალიბანს უთხრა, რომ პეკინი პატივს სცემს ავღანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო პეკინში. თალიბანის დელეგაციის წევრებმა ჩინეთის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ არ დაუშვებენ ავღანეთის გამოყენებას ბაზად ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაგეგმავენ მოქმედებას, - დასძენს ნაიმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG