Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს


პარტია "ლელო" გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ანულირება გაუკეთოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხისმგებლო უწოდა "ქართული ოცნების" განცხადებას და არ გამორიცხა, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

„ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის რადიკალიზმისკენ მიმართვა ჩვენი საზოგადოების. „ლელო" გააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყნაში „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის თავისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომ 45 %-ს ვერ დააგროვებდნენ“,- განაცახდა მამუკა ხაზარაძემ.

მან საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა და არ გამორიცხა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულაციის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი.

„თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, უნდა დამთავრდეს ხელშეკრულების და სიტყვის უპატივცემულობა, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ე.წ. გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპელი დიპლომატების ჩართულობით შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG