Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ გავიდა ოლიმპიადის ნახევარფინალში


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ტოკიო-2020-ზე ორი შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალის საგზური.

რიო-2016-ის ვერცხლის პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი საქმეში მერვედფინალიდან ჩაება და ეგვიპტელი რამადან დარვიში სამი გაფრთხილებით ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი კანადელ შადი ილნაჰასს იპონით სძლია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და ვარლამ ლიპარტელიანი ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იაპონელ აარონ ვოლფს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში იჭიდავებენ პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა და სამხრეთკორეელი გუამ ჩო.

XS
SM
MD
LG