Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ ლიპარტელიანი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა ტოკიო-2020-ზე


ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიური თამაშები მეხუთე ადგილით დაასრულა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა 31 წლის ქართველმა ძიუდოისტმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ ნიაზ ილიასოვთან, ასევე ვაზარით დამარცხდა. ამ ორ შეხვედრამდე, ლიპარტელიანმა ძირითად ბადეში, იპონ-იპონ ჩამოიშორა ეგვიპტელი რამადან დარვიში და კანადელი შადი ილნაჰასი.

ტოკიო-2020-ზე, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია და სამივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაური (90 კგ) ჩემპიონი გახდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

30 ივლისს, ოლიმპიურ კონკურენციაში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩაებმება.

XS
SM
MD
LG