Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სასამართლომ კომპანია Google დააჯარიმა მონაცემთა ქვეყნის შიგნით შენახვაზე უარის თქმისთვის


მოსკოვის სასამართლომ 3 მილიონი რუბლით დააჯარიმა კომპანია გუგლი, რომელმაც უარი თქვა რუსეთში მისი მომხმარებლების მონაცემთა ლოკალიზებაზე. ამის შესახებ სააგენტო ტასი სასამართლოს პრესამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ეს არის პერსონალურ მონაცემთ შენახვის შესახებ რუსეთის კანონმდებლობის დარღევისთვის გუგლის რუსეთში დაჯარიმების პირველი შემთხვევა.


მანამდე რუსეთის მარეგულირებელმა სახელმწიფო უწყება როსკომნადზორმა დაავალებულა მსხვილი კომპანიები, რათა 1 ივლისამდე მოეხდინათ მონაცემთა ლოკალიზება ქვეყნის ტერიტორიაზე. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლიდან ინტერნეტ სერვისების რუს მომხმარებელთა შესახებ მთელი ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე ფიზიკურად არსებულ სერვერებზე უნდა განთავსდეს.

გასული წლის აგვისტოში როსკომნადზორმა განაცხადა, რომ ამით სურს მიიღოს შესაძლებლობა, რათა უცხოური საიტებიდან წაშალოს რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG