Accessibility links

site logo site logo

რუსეთში ამ თვეში მესამედ აღირიცხა კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი


რუსეთში წუხელ ამ თვეში მესამედ აღირიცხა კორონოვირუსისგან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. ქვეყნის ოპერატიული შტაბის თანახმად 29 ივლისის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 799 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის განმავლობაში მსგავსი მონაცემი აღირიცხა 16 ივლისს, რაც 24 ივლისსაც განმეორდა. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობით, პანდემიის წელიწადნახევრის განმავლობაში კორონავირუსისგან რუსეთში 156 977 ადამიანი გარდაიცვალა.

მაგრამ დემოგრაფიის სპეციალისტები ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ ოფიციალურ მონაცემებს, რადგან რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ გამოიჭირეს პანდემიის განმავლობაში დაავადების სტატისტიკით მანიპულაციაში. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცმებეზე დაყრდნობით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლი რუსეთში 500 000-ს უნდა შეადგენდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG