Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის რეკლამაში ფეისბუქზე 66 000$-ზე მეტი დაიხარჯა 1 წელიწადში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის რეკლამაზე ფეისბუქზე ერთ წელიწადში 66 063 $ დაიხარჯა. აქედან 10 472 $ საქართველოს მთავრობამ პრემიერის გვერდის რეკლამირებისთვის გასულ ერთ თვეში დახარჯა. კვირაში ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე განთავსებული კონტენტის დასპონსორებაში საშუალოდ 2 500 $ ჯდება.

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე რეკლამის თანხები გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის, თავად პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის და პაატა გამჯაშვილის სარეკლამო ბიუჯეტიდან იფარებოდა.

პრემიერ მინისტრი გარდა სამთავრობო სიახლეებისა, მის გვერდზე ხშირად ანთავსებს და არეკლამებს კიდეც რელიგიური შინაარსის თემატიკას. ამ პრაქტიკას ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროსაც მიმართავდა.

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის დასპონსორებულ კონტენტს შორის არის მისი შეხვედრები ილია მეორესთან.

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი 2012 წელს შეიქმნა. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, მის მართვაში ამ დროისთვის 11 ადამიანია ჩართული.

66 063 $ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდმა რეკლამებისთვის 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 25 ივლისამდე დროის მონაკვეთში დახარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG