Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია ხელისუფლებას პოლიტპატიმარ ანდრეი სკურკოს საავადმყოფოში გადაყვანას თხოვს


ანდრეი სკურკო
ანდრეი სკურკო

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ თხოვნით მიმართა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების უწყებას, რათა დაუყოვნებლად გადაიყვანონ სტაციონარულ საავადმყოფოში პოლიტპატიმარი ანდრეი სკურკო, რომელიც ამჟამად ოკრესტინას საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს. გამოცემა „ნაშა ნივას“ მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების რედაქტორი ინსულინზე მყოფი დიაბეტიკია, რომლისთვისაც კორონავირუსი შესაძლოა საბდისწერო აღმოჩნდეს.

ეჭვი, რომ მას შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეს, გაჩნდა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ანდრე სკურკოს დაეწყო ძლიერი ხველება და სიცხემ აუწია. მოგვიანებით რენტგენით გადაღებულმა სურათმა მის ფილტვებზე ლაქა დააფიქსირა. სკურკოს, რომელსაც 2017 წლიდან აქვს შაქრიანი დიაბეტი, საპატიმროში მხოლოდ პარაცეტამოლით მკურნალობენ, რაც უფლებათდამცველების თქმით მისთვის საკმარისი არ არის.

ანდრეი სკურკო და გამოცემა „ნაშა ნივას“ ორი ფინანსისტი სამართალდამცველებმა 8 ივლისს დააკავეს და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ბრალდებით 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

დაკავებულთაგან ერთი, ოლგა რაკოვიჩი, 16 ივლისს გაათავისუფლეს, ანდრეი სკურკო და იჰარ მარცინოვიჩი კი ოკრესტინას ქუჩაზე მდებარე საგამოძიებო იზოლატროში მოათავსეს.

გამოძიება მათ კომპანია „ენერგიისთვის“ 3,5 ათასი რუბლის ზარალის მიყენებას ედავება. მაგრამ თავად აღნიშნულ კომპანიას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
დაკავების დროს იჰარ მარცინოვიჩი სამართალდამცველებმა ცემეს და მას იზოლატორში გადაყვანის დროს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„ნაშა ნივას“ ორივე თანამშრომელი უფლებათდამცველება პოლიტპატიმრებად ცნეს.
დღეისათვის პოლიტპატიმრების რიცხვი ბელარუსში 597-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG