Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 39 126 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2712 შემთხვევა. მათგან 1243 თბილისში. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 419 შემთხვევა აჭარაშია.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.93%;
  • ბოლო 7 დღის - 7.09%;
  • ბოლო 14 დღის - 6.59%.

ბოლო დღე-ღამეში 1561-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 14 738 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 464 875 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 153 128.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 416 338 შემთხვევა. მათგან 381 246 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5793 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG