Accessibility links

site logo site logo

რუსეთი დატოვა საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის მთავარმა რედაქტორმა


რომან ბადანინი

რუსეთი დატოვა საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, The Project-ის მთავარმა რედაქტორმა, რომელიც დაბრუნებას არ აპირებს და თავისი რედაქციის თანამშრომლების ევაკუაციასაც ცდილობს, მას შემდეგ, რაც ჯგუფი "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა მოსკოვის გენერალურმა პროკურატურამ.

აშშ-ში რეგისტრირებული მედიაორგანიზაცია აქვეყნებდა პროფესიულად გამოძიებულ, კრიტიკულ საგამოძიებო მასალებს რუსეთის მმართველი ელიტის შესახებ.

მთავარმა რედაქტორმა, რომან ბადანინმა 29 ივლისს, ნიუ-იორკში ჩატარებული ინტერვიუს დროს სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან იქ მას შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა და ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს, ქვეყანაში მოქმედი, კამათის საგნად ქცეული "არასასურველი ორგანიზაციების" კანონის ფარგლებში.

"არასასურველი" ორგანიზაციების კანონი 2015 წლის მაისში შემოიღეს და მას შემდეგ მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეს კანონი იყო ნაწილი ზომებისა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-ის და ევროკავშირის დონორებისგან დაფინანსებულ, ბევრ არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციაზე.

ბადანინი ამბობს, რომ ოჯახთან ერთად დროებით ნიუ-იორკში იმყოფება და ჯერჯერობით არ იცის, სად დასახლდება გრძელვადიანად.

ბადანინი უცხოეთში, შვებულებაში იყო ცოლსა და შვილებთან ერთად, როცა The Project-ს "არასასურველის" სტატუსი შეუფარდეს და მისი ოფისი 15 ივლისს გაჩხრიკეს. მან გადაწყვიტა, აღარ დაბრუნებულიყო რუსეთში.

ივლისში განხორციელებულ რეიდებს განიხილავენ ნაწილად უფრო ფართო ზეწოლისა იმ მედიაზე, რომელსაც მთავრობა კრიტიკულად ან უცხოეთის მიერ მხარდაჭერილად მიიჩნევს - სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG