Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე წარადგინა ყოფილი ფინანსთა მინისტრი


ნატალია გავრილიცა
ნატალია გავრილიცა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნატალია გავრილიცა წარადგინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

გავრილიცას კანდიდატურა ახლა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომელშიც სანდუს პროდასავლურმა პარტია PAS-მა უმრავლესობა მოიპოვა მიმდინარე თვეში ჩატარებულ, ვადამდელ არჩევნებზე - პლატფორმით, რომ განახორციელებდა რეფორმებს და შეებრძოლებოდა კორუფციას.

სანდუმ, რომელიც მომხრეა კავშირების გაღრმავებისა ევროკავშირსა და აშშ-სთან, ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი თავისი წინამორბედი, იგორ დოდონი. ამის შემდეგ სანდუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით.

43 წლის გავრილიცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა იმ დროს, როცა 2019 წელს სანდუ პრემიერ-მინისტრი იყო ხანმოკლე ვადით მოქმედ მთავრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG