Accessibility links

site logo site logo

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ ბერლინელ DJ-ს სასცენო სახელით Phase Fatale


კლუბ "ხიდის" რეზიდენტ ბერლინელ დიჯეის, სასცენო სახელით Phase Phatale, ბათუმში, სადაც მას კლუბ Sphere-ში უნდა დაეკრა, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ინფორმაციას მომხდარის შესახებ თავად ტექნო არტისტი და მისი ადგილობრივი მეგობრები ავრცელებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითარებას არკვევს და ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მუსიკოსი ჰყვება, ერთ-ერთი თავდამსხმელი იმ კლუბის დაცვის სამსახურის თანამშრომელთან დაახლოებული პირი იყო, სადაც მას უნდა დაეკრა. თავად კლუბი ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია.

Phase Phatale-ს ქართველი მეგობრის მონათხრობის მიხედვით, დაპირისპირება იქიდან დაიწყო, რომ ბარში მუშაობისას შემდგომში თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა მას სასმელი შეუკვეთა, რომლის ფულიც არ გადაიხადა. ბარმენმა მას სასმელი არ მისცა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რის გამოც კლიენტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დაცვა გააფრთხილა მომხდარის გამო, თუმცა არც დაცვას და არც კლუბში დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს მოძალადე ტერიტორიიდან არ გაუყვანიათ. სწორედ ეს პირი ორ სხვა ადამიანთან ერთად დაესხა თავს ბარმენს და მუსიკოსს მას შემდეგ, რაც მათ კლუბის ტერიტორია დატოვეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, Phase Phatale მომხდარის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG