Accessibility links

site logo site logo

ესკერხან მადიევი ოლიმპიურ თამაშებს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა


ესკერხან მადიევი

მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიო-2020-ზე გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა. საქართველოს ნაკრების წევრი, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიურ რინგზე სამჯერ ავიდა.

მეოთხედფინალამდე მადიევმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენცო სოტომაიერი და უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა, დღეს კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრთან, ანდრეი ზამკოვოისთან, ვეღარას გახდა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით სულ სამი მოკრივე ჩაება კონკურენციაში. სახილ ალახვერდოვი (52 კგ) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG