Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებული ახალგორიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა აიკრძალა


დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული რაიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა სრულად აკრძალა. ამის მიზეზი კი ღორის აფრიკული ჭირი გახდა. ოსური მედიის ცნობით, ახალგორის რაიონში 29 ღორი დაეცა.

ახალგორის რაიონის მთავარმა ვეტერინარმა ალექსეი ტიგიევმა აღნიშნა, რომ დეზინფექცია ტარდება კერძო პირების საქონლის სადგომებში.

„ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს ღორების ინფექციური დაავადების გავრცელების რისკის შემცირებას. მოსახლეობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ღორები იყოლიონ დახურულ შენობებში ან საიმედოდ შემოღობილ, იზოლირებულ ადგილებში, რათა თავიდან აიცილონ ღორების თავისუფალი მოძრაობა და სხვა ცხოველებთან კონტაქტი.“

დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღორის აფრიკული ჭირი ძირითადად ცხინვალის და ახალგორის რაიონებში გავრცელდა.

სოფლების გასასვლელებთან მოწყობილია დეზობარიერები. ამ რაიონებიდან აკრძალულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა, გარდა ამისა, რაიონებში, სადაც საქონლის დაცემა დაფიქსირდა, ადგილობრივი მოსახლეობას ღორების ყოლა სამი წლის განმავლობაში ეკრძალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG