Accessibility links

site logo site logo

თბილისში ავსტრალიის მოქალაქეს ეძებენ


შანა ბრუკი, საქართველოში ავსტრალიიდან ჩამოვიდა და ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა, გაუჩინარებული გოგოს შესახებ მისი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს და ყველა მსურველს სამძებრო სამუშაოებში დახმარებას სთხოვს. მეგობრის პოსტიდან ირკვევა რომ შანა გუშინ შუადღეს გაუჩინარდა და ვარაუდობენ, რომ მას თავს დაესხნენ.

"ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა დაემართა მას, მაგრამ არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ მას შესაძლოა თავს დაესხნენ. პოლიციამ მიაკვლია შანას ტელეფონს სადღაც მთაწმინდაზე, ხოლო საძიებო და სამაშველო ჯგუფები ღამით მთელ ტერიტორიას ფარავდნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის", - წერს შანას მეგობარი სოციალურ ქსელში.

როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG