Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკობ ქაჯაიამ რუსი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ ტოკიო-2020-ზე დილის პროგრამა წაუგებლად დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა.

130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის ქართველმა ოლიმპიური თამაშები ფინელ ელიას კუსმანენთან დაჭიდებით გახსნა და ორწუთნახევარი იკმარა წმინდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მეოთხედფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონ სერგეი სემიონოვს აუღო რევანში, 2016 წლის ოლიმპიადის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისთვის.

ნახევარფინალში იაკობ ქაჯაია ჩილეს სახელით მოჭიდავე კუბელს - იასმანი აკოსტა ფერნანდესს შეხვდება, რომელმაც წინასწარ შეხვედრებში ტუნისელ ამინე გუენიჩსა და უზბეკ მუმინჯონ აბდულაევს აჯობა. ფინალის მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ წინა ოლიმპიური თამაშების ფინალისტები კუბელი მიხაინ ლოპეს ნუნიესი და თურქი რიზა კაიალპი.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება.

XS
SM
MD
LG