Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოცურავე ლილი კინგმა გააკრიტიკა ტოკიოს თამაშებში რუსეთის ათლეტების მონაწილეობა


ლილი კინგი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ლილი კინგი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.

ამერიკელმა მოცურავემ, ლილი კინგმა გაიმეორა თავისი თანაგუნდელის, მედალისტ რაიან მერფის კრიტიკა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე. მისი თქმით, „აქ ბევრი ადამიანია, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო“.

1 აგვისტოს კინგი გამოეხმაურა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის მიერ მოპოვებული მედლები „საუკეთესო პასუხია“ კრიტიკაზე.

რუსეთის სპორტსმენები, რომლებიც დოპინგისგან სუფთად იქნენ მიჩნეული, ამ თამაშებზე გამოდიან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ბანერით, თუმცა არა აქვთ უფლება, გამოიყენონ რუსეთის დროშა ან ჰიმნი.

რუსეთს ჯერაც რამდენიმე წლით აქვს აკრძალული საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებდა ფართო მასშტაბის ფალსიფიკაციის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ანტისადოპინგო წესებისთვის გვერდის ავლა სპორტის მრავალ სახეობაში.

როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, სტანისლავ პოზდნიაკოვმა თქვა, „კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს სპორტსმენებს სინამდვილეში არ ძალუძთ უდოპინგოდ ასპარეზობა“. და დასძინა, რომ რუსებმა ტოკიოში „საწინააღმდეგო დაამტკიცეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითა და შედეგებით“.

მიმდინარე კვირაში რაიანმა, რომელსაც რუსმა მოცურავემ, ევგენი რილოვმა აჯობა მედლებისთვის ორ შეჯიბრებაში, თქვა, რომ ეს შეჯიბრებები „ალბათ არ იყო სუფთა“. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი სამიზნე იყო არა რილოვი, არამედ სპორტი.

„მე არავის ვეჯიბრებოდი ქვეყნიდან, რომელსაც, იმის ნაცვლად, რომ არ დაეშვათ შეჯიბრებაზე, მხოლოდ თითებზე მოხვდა და რომელმაც საკუთარი ეროვნული დროშა შეცვალა“, თქვა ლილი კინგმა. „ამიტომ პირადად მე ეს არ შემხებია. მაგრამ რაიანს შეეხო“.

რუსმა სპორტსმენებმა ტოკიოში 40 მედალი მოიპოვეს, აქედან 11 - ოქროსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG