Accessibility links

site logo site logo

ირანი "სწრაფი, ძლიერი" პასუხით იმუქრება, ტანკერზე თავდასხმაში ბრიტანეთის მიერ მისი დადანაშაულების ფონზე


თეირანმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ სწრაფად გასცემს პასუხს ნებისმიერ გამოწვევას მისი უსაფრთხოებისთვის, იმ ფონზე, როცა დიდმა ბრიტანეთმა ირანის ელჩი გამოიძახა, ომანის ყურესთან კომერციულ ხომალდზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის გამო, რომელიც, ლონდონის და მისი მოკავშირეების თქმით, თეირანის ბრძანებით მოხდა.

ბრიტანეთი, აშშ და ისრაელი ირანს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გასულ კვირაში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში, რომელიც ლიბერიის დროშით მცურავ, იაპონიის მფლობელობაში მყოფ და ისრაელის Zodiac Maritime-ის მიერ ადმინისტრირებულ ტანკერ Mercer Street-ზე გამოიწვია უპილოტო საფრანმა აპარატმა. სამივე ქვეყანა ამბობს, რომ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან, რათა პასუხი გაეცეს 29 ივლისის ინციდენტს, რომელსაც ემსხვერპლნენ ბორტზე მყოფი ბრიტანელი და რუმინელი პირები.

"ირანი უკან არ იხევს თავისი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დაცვისას და სწრაფად და ძლიერად გასცემს პასუხს ნებისმიერ შესაძლო ავანტიურას", - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, საიდ ხატიბზადეს ამ სიტყვებს ავრცელებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია.

Mercer Street-ზე თავდასხმა წარმოადგენს კომერციულ გემებზე პირველ იერიშს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მას შემდეგ, რაც ანტაგონიზმი და დაძაბულობა გაიზარდა საზღვაო კონფრონტაციებით, სპარსეთის ყურის და ომანის ყურის მნიშვნელოვან გადამზიდავ მარშრუტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG