Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს


ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრის თემა

რადიო რადიო თავისუფლება ელაპარაკა ვახტანგ მეგრელიშვილს, პარლამენტის წევრს „გირჩიდან", რომელიც პრეზიდენტს შეხვდა. დეპუტატის თქმით, შეხვედრის თემა იყო „შარლ მიშელის შეთანხმება“. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ აფასებსის „ქართული ოცნების“ გასვლას ამ შეთანხმებიდან.

„აზრები გავცვალეთ. საკმაოდ ემთხვეოდა ჩვენი აზრები ერთმანეთს, რომ არ მოგატყუოთ, განცხადებებს, რასაც საჯაროდ ვაკეთებთ ხოლმე. პირდაპირ არ დავადასტურებ, მაგრამ შორს არ არის ჩვენი აზრები. ძალიან შეწუხებული გახლავთ ქალბატონი სალომე“, - გვითხრა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეხვედრებში მეგრელიშვილის გარდა მონაწილეობდნენ: პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე - არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი; „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „მოქალაქეებიდან" - ლევან იოსელიანი, „ლელოდან" - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

შეხვედრების ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუკის" ოფიცოალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძე.
სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი კობახიძე.

სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია.
სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია.
ვახტან მეგრელიშვილი, სალომე ზურაბიშვილი.
ვახტან მეგრელიშვილი, სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, ლევან იოსელიანი.
სალომე ზურაბიშვილი, ლევან იოსელიანი.
სალომე ზურაბიშვილი, შალვა პაპუაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, შალვა პაპუაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, სალომე სამადაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, სალომე სამადაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, არჩილ თალაკვაძე.
სალომე ზურაბიშვილი, არჩილ თალაკვაძე.

სალომე ზურაბიშვილი, ხათუნა სამნიძე.
სალომე ზურაბიშვილი, ხათუნა სამნიძე.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG