Accessibility links

site logo site logo

IOC-მ გამოძიება დაიწყო კრისცინა ციმანოუსკაიას ბელარუსში იძულებით რეპატრიაციის მცდელობაზე


კრისცინა ციმანოუსკაია

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოფიციალური გამოძიება დაიწყო იმ ცნობასთან დაკავშირებით, რომ ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა სცადეს, სპრინტერი კრისცინა ციმანოუსკაია ეიძულებინათ, შინ დაბრუნებულიყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან, რის გამოც ციმანოუსკაიამ საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარების მოწოდებით მიმართა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა ფაქტი უნდა დაადგინოს და მოუსმინოს საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირს, სანამ შემდგომ ნაბიჯებს გადადგამდეს, განაცხადა IOC-ის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა 3 აგვისტოს. მას არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება გამოძიება.

IOC-მა უკვე მოსთხოვა ახსნა-განმარტება ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომელსაც ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას უფროსი ვაჟი ვიქტარი ხელმძღვანელობს.

24 წლის ციმანოუსკაიამ 2 აგვისტოს ტოკიოში პოლონეთის საელჩოში ითხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მან ეროვნული გუნდის წევრებს არ მისცა იმის საშუალება, რომ ის ძალით გაემგზავრებინათ ბელარუსში.

პოლონეთმა მორბენალს ჰუმანიტარული ვიზა მისცა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, ბელარუსის წარმომადგენლებმა მისი გატაცება და ძალით რეპატრიაცია სცადეს მის მიერ ბელარუსის სპორტის მესვეურების კრიტიკის შემდეგ. სპორტსმენის თქმით, ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში მას საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG