Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი ამბობს რომ უშიშროების სამსახურს დათანხმდა მოესმინათ მისი სატელეფონო საუბრები


ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „TV პირველთან“ თქვა, რომ მან უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თანხმობა თავად მისცა.

„დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ", - თქვა ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტის ლაპარაკიდან ჩანს, რომ მას უშიშროების სამსახურთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა.

„მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია“, - ამბობს მიტროპოლიტი.

„მთავარი არხის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა „მთავარ აქცენტებში” გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.

„მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG