Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს


საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების, „მტკიცე სული“ - Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართველმა და უკრაინელმა სამხედროებმა ერთობლივი საველე წვრთნები ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის დონის წვრთნებისას საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელეს.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა იყო მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და მისი განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება. სწავლებაში ჩართული იყო ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

საქართველო წელს მეათედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სწავლებას Agile Spirit, რომელშიც მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედრო. 26 ივლისს დაწყებული სწავლება 6 აგვისტოს დასრულდება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG