Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართება ორი ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი


მარია კალესნიკავა
მარია კალესნიკავა

4 აგვისტოს მინსკში დაიწყება ბელარუსის ოპოზიციის ორი წამყვანი წევრის, მარია კალესნიკავას და მაქსიმ ზნაკის სასამართლო პროცესი, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება მათ მოწოდებებს პროტესტისკენ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

ადვოკატების თქმით, განსასჯელებს მინსკის რეგიონულმა სასამართლომ 28 ივლისს შეატყობინა, რომ პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართება. კალესნიკავას და ზნაკს ბრალს სდებენ შეთქმულებაში ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი ქმედებებისკენ მოწოდებებში და საამისოდ მედიისა და ინტერნეტის გამოყენებაში. არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

კალესნიკავა 7 სექტემბერს მინსკში დააკავეს ნიღბიანმა პირებმა და შემდეგ დღეს, ორ თანაშემწესთან ერთად უკრაინასთან საზღვართან წაიყვანეს, მაგრამ მან უკრაინაში გადასვლაზე უარი განაცხადა და პასპორტი დახია. ამის შემდეგ ის მინსკში დააბრუნეს და საპატიმროში მოათავსეს. ზნაკს, რომელიც ასევე სექტემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად ბრალი წაუყენეს საჯარო მოწოდებებში მოქმედებისკენ, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG