Accessibility links

site logo site logo

ბრძოლის ფონზე, ავღანეთში სამოქალაქო პირებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ


სამხრეთ ავღანეთში სამოქალაქო პირები 4 აგვისტოს თავიანთ სახლებს ტოვებენ, იმ ფონზე, როცა მთავრობის ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან, რათა თალიბანისგან დაიბრუნონ ქალაქ ლაშქარ გაჰის ნაწილები. ურბანულ ცენტრებში, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის თაობაზე მატულობს საერთაშორისო შეშფოთება.

დასავლეთსა და სამხრეთში ინტენსიური შეტაკებების პარალელურად, ქაბულში რამდენიმე თავდასხმა მოხდა თავდაცვის და უშიშროების ობიექტებზე, რასაც სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა.

იუწყებიან, რომ ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქის, ლაშქარ გაჰის დიდი ნაწილები თალიბანის კონტროლის ქვეშაა, სადაც ექსტრემისტებმა დაიკავეს სამთავრობო უწყებები და დახურეს მთავრობის მომხრე მაუწყებლობა. არმია ავღანელებს მოუწოდებს ქალაქი დატოვონ, თუმცა გაურკვეველია რამდენად შეუძლია მოსახლეობას ლაშქარ გარიდან წასასვლელად უსაფრთხო გზების პოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG