Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ეუთო არ გაგზავნის დამკვირვებლებს რუსეთის არჩევნებზე


მატეო მაკაჩი
მატეო მაკაჩი

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ოფისში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია პირველად 30 წლის განმავლობაში არ გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას რუსეთის მოახლოებულ არჩევნებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული „სერიოზული შეზღყდვების“ გამო.

„რუსეთის ხელისუფლების დაჟინებულმა მოთხოვნა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რაიმე მკაფიო შეზღუდვის გარეშე შეგვემცირებინა დამკვირვებელთა რაოდენობა, რომელთა გაგზავნაც ჩვენ შეგვეძლო, სამწუხაროდ, გარდაუვალი გახადა ამ ნაბიჯის გადაგმა“, - განაცხადა 4 აგვისტოს ეუთოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) დირექტორმა, მატეო მაკაჩიმ.

19 სექტებერს რუსეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატას, სახელმწიფო დუმას, 39 რეგიონულ პარლამენტსა და ასევე 9 რეგიონის გუბერნატორებს აირჩევენ.

რუსეთთან შეთანხმებით ამ არჩევნებზე ეუთო 420 მოკლევადიანი და 80 გრძელვადიან დამკვირვებელის გაგზავნას გეგმავდა, მაგრამ ქვეყანაში კოვიდვითარების გაუარესების გამო მოსკოვმა მოითხოვა ამ რიცხვის 60-მდე შემცირება, რაც ძალიან ცოტაა.


ეუთოში აცხადებენ, რომ არ არსებობს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვა, რასაც შეუძლია გაამართლოს საჭირო რაოდენობის დამკვირვებელთა გადაადგილებისა და მუშაობის შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG