Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: გამოიყენეთ პირბადე იმის მიუხედავად, დაგაჯარიმებენ თუ არა


საქარველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მოქალაქეებს მოუწოდებს ღია და დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების გამოყენება კვლავ დაიწყონ. ამ მოწოდებით მოქალაქეებს მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მიმართა.

"ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაციაა, ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე მის არგამოყენებასთან დაკავშირებით ვინმე შენიშვნას მისცემს, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ...

დღეს რაც არის დაწესებული, ეს შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, ჩვენ გვექნებოდა უკეთესი გამოსავლები. დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის. პირბადე უნდა გამოვიყენოთ...

კი ბატონო, დავაწესოთ, დავაბრუნოთ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, არანაირ შედეგს არ მივიღებთ. ამიტომ არის ეს მოწოდება", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველო ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკშია. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოვიდრეგულაციების დარღვევის ჯარიმების ჩამოწერაზე ისაუბრა, უცნობია აჯარიმებენ თუ არა სახელმწიფო უწყებები წესების დარღვევისთვის ვინმეს. ახლა ქვეყანაში თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნილია დღიური მაჩვენებელი კი 4000-მდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG