Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედის" საკუთრების უფლება გადაეცა ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულ კომპანიას


ტელეკომპანია „იმედის" დამფუძნებლის გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას.

„ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის „ჰანიველ პარტნერზის“ კომპანიათა ჯგუფში", - ნათქვამია ბადრი პატრკაციშვილოის ოჯახის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატარკაციშვილის ოჯახს არხის მართვაში ეხმარებოდა, სწორედ, „ჰანიველ პარტნერზის“ ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე. გარდა ამისა, ის ამჟამად არის „ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის" წილის გასხვისებაზე თანხმობა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ კომუნიკაციების კომისისგან იანვარში გამართულ სხდომაზე მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე მაშინვე ითქვა, რომ მედიაჰოლდინგს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Media Finance Group ყიდულობს, რომლის მფლობელებიც არიან ამერიკის მოქალაქეები: იგორ ალექსეევი, ირაკლი (ოთარ) რუხაძე და ბენჟამენ ალბერტ მარლსონი.

Media Finance Group 25%-იან წილს ფლობს ტელეკომპანია „მაესტროშიც".

ტელეკომპანია „იმედი" ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG