Accessibility links

site logo site logo

თბილისში კორონავირუსის 1600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 600-ზე მეტი


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3780 ახალი შემთხვევიდან დაახლოებით მესამედი თბილისზე მოდის. მაღალი მაჩვენებლებია კვლავ აჭარასა და იმერეთში.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 1640,
  • აჭარა - 628,
  • იმერეთი - 395,
  • ქვემო ქართლი - 170,
  • შიდა ქართლი - 172,
  • გურია - 70,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 199,
  • კ​ახეთი - 299,
  • მცხეთა-მთიანეთი -102,
  • სამცხე-ჯავახეთი - 84,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.​

ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში 2052-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 5 აგვისტოს აიცრა 19 067 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 583 647 აცრა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 440 353 შემთხვევა. მათგან 395 505 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG