Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს


6 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს ვითარებაზე ავღანეთში, სადაც თალიბანი განაგრძობს ახალი ტერიტორიების დაკავებას სამთავრობო ჯარებთან ბრძოლებში.

სხდომა იმართება ავღანეთის მთავრობის, ნორვეგიისა და ესტონეთის თხოვნით. უშიშროების საბჭო ამ საკითხს პირველად განიხილავს ივნისის შემდეგ.

ავღანეთში ბრძოლებმა საგრძნობლად იმატა მაისის შემდეგ, როცა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა თავიანთი ჯარების გაყვანა დაიწყეს. სავარაუდოდ, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მიმდინარე თვეში დასრულდება.

თალიბანის მებრძოლები ახლა ქვეყნის მოზრდილ ნაწილებს აკონტროლებენ და ავღანეთის სამთავრობო ჯარებს უპირისპირდებიან რამდენიმე დიდი ქალაქის სიახლოვეს, მათ შორის ჰერათთან, ლაშქარ გასთან და ყანდაართან.

თალიბანის სამმა მეთაურმა უთხრა Reuters-ს, რომ მეამბოხეები ცვლიან სტრატეგიას და სასოფლო დასახლებების ნაცვლად ქალაქებზე არიან კონცენტრირებული.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა 4 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „თალიბანს არ მოეპოვება საიმისო რესურსები, რომ ხელში ჩაიგდოს და შეინარჩუნოს დიდი ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი ქაბული“. ბიკანტოვის თქმით, თალიბანის იერიშს ძალა ეცლება, თუმცა მან დასძინა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა უარესდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG