Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშვიდობა პუტინზეა დამოკიდებული“ - ამბობს ზელენსკი და უკრაინელებს, ვინც თავს რუსებად თვლიან, სთავაზობს რუსეთში წავიდნენ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ყველაფერს“ აკეთებს, რათა დასრულდეს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომი, მაგრამ მშვიდობა და კონტროლი ე.წ. დონბასის რეგიონზე 90 პროცენტით პუტინზეა დამოკიდებული.

5 აგვისტოს უკრაინის მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა ასევე, რომ მზადდება შეხვედრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან. მისი თქმით, „ძალიან სურს“ კონფლიქტის შეწყვეტა.

„სამწუხაროდ, ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული“, - თქვა ზელენსკიმ. „მე მჯერა და საერთოდ არ ვმალავ - და რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი აზრი - უკრაინაში, დონბასში მშვიდობის მიღწევაში წარმატება, ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია, დამოკიდებულია ერთ ადამიანზე“.

კიევი და მოსკოვი ვერ შეთანხმდნენ ორი პრეზიდენტის შეხვედრის ადგილსა და დღის წესრიგზე. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზად არის განიხილოს ზელენსკისთან ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ არა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში.

მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა გამწვავდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა უკრაინის კუთვნილ ყირიმს ანექსია გაუკეთა და ომი გაჩაღდა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც სეპარატისტულ ძალებს რუსეთი უჭერს მხარს, თუმცა, არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არ აღიარებს ამას. კონფლიქტს მას მერე 13 200 ადამიანი ემსხვერპლა.

სეპარატისტები კვლავაც აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უდიდეს ნაწილს, შეთანხმებები, რომლებიც მინსკში იქნა მიღწეული კონფლიქტის მოსაგვარებლად, არ სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG