Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა  


მოლდოვის ახალი მთავრობა დამტკიცდა. პრეზიდენტი მაია სანდუ (შუაში), პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიტა და ვიცე-პრემიერი, ანდრეი სპინუ. 2021 წლის 6 აგვისტო
მოლდოვის ახალი მთავრობა დამტკიცდა. პრეზიდენტი მაია სანდუ (შუაში), პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიტა და ვიცე-პრემიერი, ანდრეი სპინუ. 2021 წლის 6 აგვისტო

მოლდოვის კანონმდებლებმა დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიტას, ახალი მთავრობა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში მისმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) გაიმარჯვა ვადამდელ არჩევნებში. გავრილიტას - რომელსაც ჰარვარდში აქვს მიღებული განათლება - პარტიას მოლდოვის პარლამენტში 63 ადგილი აქვს 101-დან.

პოსტ-კომუნისტური მოლდოვა მოქცეულია უკრაინასა და ევროპის კავშირის წევრ-ქვეყანას, რუმინეთს შორის, რომელთანაც საერთო ენა აქვს. მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია კამპანიას აწარმოებდა რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის პლატფორმით, და მიისწრაფვის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ ევროპის კავშირთან და შეერთებულ შტატებთან.

გავრილიტა, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დაასახელა. არჩევნებამდე გავრილიტამ განაცხადა, რომ "ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა აჩვენო, რომ პატიოსანი მთავრობა კარგია ქვეყნისთვის და მოლდოვას შეუძლია დაბრუნდეს ღირსეული ქვეყნების სიაში".

მან ფიცი პირობა დადო 6 აგვისტოს არჩევნებამდე, რომ მისი მთავრობა "არ მოიპარავს, არ განაწილებს სახელმწიფო ბიუჯეტს პროცენტებად, და არ დაიცავს თაღლითებს და ბანდიტებს". სანდუმ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა პრომოსკოვური წინამორბედი, იგორ დოდონი, და ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობით, 11 ივლისის არჩევნები დანიშნა.

ახალი მთავრობა მოელის 600 მილიონი ევროს მიღებას 2022-24 წლებში დახმარების სახით ევროპის კავშირისგან, და ასევე თანხას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ეჯიბრებიან გავლენის მოპოვებისთვის 3,5 მილიონი მოსახლეობის მქონე ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და მძაფრი ეკონომიკური ვარდნა განიცადა პანდემიის პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG