Accessibility links

site logo site logo

„საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს" - სუს-ში გვარამია გამოკითხეს


ნიკა გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა „მთავარი არხის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. როგორც ის ამბობს, საქმე არ ეხება „მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს.

„ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს... დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის თქმა არ შემიძლია... ვერ გეტყვით ვერაფერს დეტალებში... დრო მოვა ალბათ მალე, როცა განმარტებებს გავაკეთებ", - ამბობს ნიკა გვარამია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG