Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის მმართველი პარტია მირზიოევის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის წინადადებით გამოდის


UZBEKISTAN -- Uzbekistan President Shavkat Mirziyoev visits a factory owned by Texnopark in Andijan, May 21, 2020
UZBEKISTAN -- Uzbekistan President Shavkat Mirziyoev visits a factory owned by Texnopark in Andijan, May 21, 2020

უზბეკეთის მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის კანდიდატურას წამოაყენებს 24 ოქტომბრისთვის დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში.

პროსაპრეზიდენტო პარტიის 7 აგვისტოს ამ განცხადებაზე უცნობია თავად მირზიოევის პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ 64 წლის ლიდერი, გავრცელებული მოსაზრებით, ესწრაფვის მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ცენტრალური აზიის ავტორიტარულ ქვეყანას.


შავკატ მირზიოევი, უზბეკეთის ვეტერანი პოლიტიკური ლიდერის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს, მოექცა ხელისუფლების სათავეში

პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მირზიოევმა წამოიწყო მძლავრი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა, შეარბილა რელიგიური და მედიის თავისუფლების ზოგიერთი შეზღუდვა.

ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილმა 4-მა პოლიტიკურმა ძალამ უკვე დაასახელეს თავიანთი კანდიდატები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG