Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ


აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა 7 აგვისტოს გამოაქვეყნეს რეკომენდაციები, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ კომერციული ავიარესიებით დაუყოვნებლად დატოვონ ავღანეთი.

„უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით და შტატიანი თანამშრომლების შემცირების გამო, თვით ქაბულშიც კი საელჩოს უკიდურესად შეეზღუდა აშშ-ის მოქალქეთათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ქაბულში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უსაფრთხოების მდგომარეობა ავღანეთში უკიდურესად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 1 მაისიდან აშშ-მა და კოალიციაში შემავალმა სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს ავღანეთიდან გასვლა, რაც აგვისტოს ბოლოს უნდა დამთავრდეს.


შექმნილ ვითარებაში თალიბანმა 6 და 7 აგვისტოს ორი პროვინციის დედაქალაქებზე დაამყარა კონტროლი.

XS
SM
MD
LG